სისტემური ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბრუცელის შტამები (პატარა, უმოძრაო, გრამ-უარყოფითი ბაცილა). შტამების, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აქვთ მნიშვნელობა და მათი ჩვეულებრივი რეზერვუარი მასპინძელი, არის B. arortus (რქოსანი საქონელი), Brucell canis (ძაღლები), B. melitensis (თხები და ცხვრები), და B . suis (ღორი). ინკუბაციის პერიოდი ჩვეულებრივ 5-60 დღეა, მაგრამ ძლიერ ვარიაბელურია და შესაძლებელია რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მას ახასიათებს წყვეტილი ან არარეგულარული ცხელება, სიმპტომებით, რომლებიც ცვალებადობს სუბკლინიკური დაავადებიდან თითქმის ყველა ორგანოს ინფექციამდე. ძვლებისა და სახსრების დაზიანებაც ხშირია. დაავადება ცხოველებში იწვევს უნაყოფობასა და აბორტს. ის ხშირად ვითარდება პირებში, რომლებიც იღებენ არაპასტერიზებული რძის პროდუქტებს, აქვთ ცხოვრებისა და მუშაობის სუსტი პერსონალური დ
Pkhakadze G. Brucellosis. In: Georgian Dictionary of Public Health (Chapter 1). Georgian Medical Journal. 2026. Available from: https://news.gmj.ge/dictionary/brucellosis/
Was this article helpful?

