ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამდები დაავადებაა, რომელიც ასნებოვნებს ადამიანებს. მას პარაზიტი plasmodium იწვევს, რომლის გადატანა ინფიცირებული მდედრი კოღო ანოფელესის კბენით ხდება. არსებობს პლაზმოდიუმის ოთხი სახეობა: P vivax (Pv), P falciparum (Pf), P malaria (Pm) და P ovale (Po). მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა დაკავშირებულია მხოლოდ Pf-თან. ლოვერანმა მალარიის პარაზიტი აღმოაჩინა 1880 წელს, ხოლო 1897 წელს რონალდ როსმა აღმოაჩინა მალარიის ვექტორი კოღო. მალარიის ტიპიური კლინიკური გამოვლინებაა ტემპერატურის უცაბედად ძლიერ მატება, შეციება, უკიდურესი შეციებისა და ცხელების მონაცვლეობა, რაც იწვევს ძლიერ ოფლიანობას და ცხელების რემისიებს, რომელიც კრიზით მთავრდება. ფებრილური პაროქსიზმები ვითარდება დღეგამოშვებით. შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ღებინება და ა.შ. ატიპიური გამოვლინების დროს ზ
Pkhakadze G. Malaria. In: Georgian Dictionary of Public Health (Chapter 5). Georgian Medical Journal. 2026. Available from: https://news.gmj.ge/dictionary/malaria/
Was this article helpful?

