შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის დისციპლინა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებებისა და მავნე ფაქტორებისგან.
Occupational safety and health (OSH) is the discipline concerned with protecting workers from accidents, occupational diseases and harmful exposures at work.
ეს არის ყველაფერი, რაც კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი სამსახურში არ დაშავდეს და არ დაავადდეს.
მშენებლობაზე მუშებს აქვთ ჩაფხუტები და დამცავი ქამრები, ხოლო საწარმო ატარებს ინსტრუქტაჟს — ეს შრომის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია.
საქართველოში 2025 წელს სამუშაო ადგილზე 32 ადამიანი დაიღუპა. შრომის უსაფრთხოება სიცოცხლეს იცავს და ამცირებს დანახარჯებს ჯანდაცვასა და ეკონომიკაში.
ეს ტერმინი ლექსიკონში შრომის კვლევების ქართული ინსტიტუტის (GILS) კონტრიბუციაა. ქართული მონაცემები და ინგლისური განმარტება ეყრდნობა GILS-ის ვერიფიცირებულ წყაროებს: labour.edu.ge/topics/osh/ . ჩანაწერი სამუშაო ვერსიაშია — შესწორებები და დამატებები მისასალმებელია.
Pkhakadze G. Georgian Dictionary of Public Health (GDPH), First Electronic Edition. Georgian Medical Journal [Internet]. 2026;1(Suppl 1). doi:10.66636/gmj.v1.i1.a201. Term: “Occupational safety and health”. Accessed 4 Oct 2026. Available from: https://news.gmj.ge/dictionary/occupational-safety-and-health/
ფხაკაძე გ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლექსიკონი (GDPH), პირველი ელექტრონული გამოცემა. ქართული სამედიცინო ჟურნალი [ინტერნეტი]. 2026;1(Suppl 1). doi:10.66636/gmj.v1.i1.a201. ტერმინი: „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“. წვდომა 4 Oct 2026. ხელმისაწვდომია: https://news.gmj.ge/dictionary/occupational-safety-and-health/
Pkhakadze, G. (2026). Georgian Dictionary of Public Health (GDPH) — First Electronic Edition, Version 1.0: First Comprehensive Bilingual Georgian–English Public Health Terminology Reference. Georgian Medical Journal, 1(S1), 1–1036. https://doi.org/10.66636/gmj.v1.i1.a201
Was this article helpful?

