Clostridium Botulinum-ით გამოწვეული ინტოქსიკაცია, ანაერობული, სპორების წამომქმნელი, გრამ-დადებითი ბაქტერია, რომელიც გამოიმუშავებს ნეიროტოქსინს, რაც იწვევს ჩონჩხის კუნთების პარალიზს და რესპირატორულ უკმარისობას. ტოქსინმა შესაძლებელია წარმოშვას ნიშნები და სიმპტომები ჩაყლაპვის, ჩასუნთქვის ან ინექციის შედეგად (საკვებიდან წარმოქმნილი, ინფანტილური და ჭრილობის ბოტულიზმი). პენტავალენტური ვაქცინის პროფილაქტიკური შეყვანა მთლიანად იცავს ლაბორატორიულ ცხოველებს ექსპოზირების ყველა ხერხისგან. ჰიპერიმუნური პლაზმით პასიური იმუნოთერაპია ასევე პრევენციას უკეთებს დაავადებას, თუ შევიყვანთ კლინიკური ინტოქსიკაციის დაწყებამდე. კლინიკურ შემთხვევებს ესაჭიროება მჭიდრო მონიტორინგი და ხელშემწყობი მკურნალობა საავადმყოფოში (Brewer 2001).
Pkhakadze G. Botulism. In: Georgian Dictionary of Public Health (Chapter 1). Georgian Medical Journal. 2026. Available from: https://news.gmj.ge/dictionary/botulism/
Was this article helpful?

